კრიშტიანუ რონალდუ, ილია თოფურია, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„რონალდუ ილიასთან მიმართებით არასწორია“ | ლეგენდარული მწვრთნელის კომენტარი

MMA-ის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, რომელიც ისლამ მახაჩევს ავარჯიშებს, ილია თოფურიაზე ისაუბრა. მენდესი კრიშტიანუ რონალდუს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ელ მატადორთან“ მიმართებით, პორტუგალიელი არასწორად მოიქცა.

„მაგარია, რონალდუ ილიაზე და UFC-ზე რომ ლაპარაკობს. ეს ცნობადობას ზრდის. რამდენი გამომწერი ჰყავს კრიშტიანუს ინსტაგრამზე? 600 მილიონზე მეტი? მისი მხრიდან ილიაზე ლაპარაკი ცნობადობას ზრდის, მაგრამ თოფურიას ქედმაღალს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. იყო ქედმაღალი, ნიშნავს ტრაბახობდე, რომ გააკეთებ იმას, რაც რეალურად არ შეგიძლია.

ილია საკუთარ თავში დარწმუნებულია და აკეთებს ზუსტად იმას, რასაც ჩხუბამდე გვეუბნება, რომ გააკეთებს. ის საკუთარ სიტყვებს ქმედებებით ამყარებს და პირადად მე, ვიტყოდი, რომ თავდაჯერებულია და არა ქედმაღალი.

თოფურიამ ვოლკანოვსკი და ჰოლოუეი დაანოკაუტა და კარიერაში არც ერთხელ დამარცხებულა. ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და დიდი პოტენციალი აქვს. შეუძლია, უფრო დიდი ვარსკვლავი გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით მისი კონორ მაკგრეგორთან შედარება ნაადრევია“.

ცნობისთვის, რონალდუმ განაცხადა, რომ თოფურია ძალიან ბევრს ლაპარაკობს და მას საუკეთესო მებრძოლებთან არ უჩხუბია. „ელ მატადორმა“ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი უპასუხოდ არ დატოვა და განაცხადა, რომ არ ელოდა, კრიშტიანუ ქედმაღლობასა და თვითრწმენას თუ ვერ განასხვავებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარს გაურბის. UFC-ს უნდა ასეთი ჩემპიონი?“ | რას ამბობენ დვალიშვილზე
„უმარს გაურბის. UFC-ს უნდა ასეთი ჩემპიონი?“ | რას ამბობენ დვალიშვილზე