ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ლივერპული და პსჟ იაქტიურებენ - კვარას ტრანსფერის დეტალები

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებად რეალური ხდება ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ დარჩენა, რადგან მხარეები შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ. პარალელურად კი იტალიური სპორტული მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები კვარას დამატების მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებებს უკვე იწყებენ. სწორედ ამ თემაზე დაწერა საკუთარი მოსაზრება ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, რომლის ვარაუდებიც ხშირ შემთხვევაში მართლდება.

ჯანლუკა დი მარციო

„ლივერპულმა“ რანგით მეორე ქართველი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი უკვე დაიმატა და ახლა ხვიჩა კვარაცხელიას სახით პირველის დამატებასაც შეეცდება. სულ მალე მერსისაიდელები გუნდის უპირობო ლიდერ მოჰამედ სალაჰთან ახალ, გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებენ, რომელიც მარჯვენა ფრთიდან შეუტევს მეტოქეებს, საპირისპირო ფლანგზე კი კვარას კალიბრის მოთამაშე მერსისაიდული გრანდის შეტევის ხაზს კიდევ უფრო სახიფათოს გახდის.

სატრანსფერო თანხა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აურელიო დე ლაურენტისმა გასულ ზაფხულს „პარი სენ-ჟერმენის“ 80-მილიონიან წინადადებაზე უარი თქვა, ვვარაუდობენ, რომ ამჯერად მოლაპარაკებები 100 მილიონიდან დაიწყება, რადგან ხვიჩას ტემპი არ დაუგდია და სეზონი ისევე შთამბეჭდავად დაიწყო, როგორც წინა წლებში გამოიყურებოდა.

ცნობისათვის, წინა სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 45 შეხვედრაში კვარაცხელიამ თავი 11 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. წელს კი მის ანგარიშზე 11 მატჩში 5 გოლი და 2 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტი კომფორტი და თავისუფლება კვარასთვის“ - კონტეს გეგმა ინტერთან
„მეტი კომფორტი და თავისუფლება კვარასთვის“ - კონტეს გეგმა ინტერთან