მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„უმარს გაურბის. UFC-ს უნდა ასეთი ჩემპიონი?“ | რას ამბობენ დვალიშვილზე

MMA-ის ყოფილმა მებრძოლმა და საბრძოლო ორგანიზაციის სპორტულმა დირექტორმა, არმენ გულიანმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. მან „მანქანა“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ UFC-ში უნდა დაფიქრდნენ უნდათ თუ არა ასეთი ჩემპიონი ჰყავდეთ.

„პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბს გაურბის. მერაბი ტოპ მებრძოლია, მაგრამ განცხადებები, რომ უმარი საჩემპიონო ორთაბრძოლას არ იმსახურებს, არ შეშვენის.

ჩემი აზრით, არ შეიძლება, ერთ წინადადებაში ახსენო, დენა უაითი რასაც მეტყვის, იმას გავაკეთებო და შემდეგ დააყოლო, უმარს არ შევხვდები, რადგან არ იმსახურებსო. ჩემპიონი ხარ და უნდა ეჩხუბო პრეტენდენტებს, რომლებსაც UFC-ი მოგიყვანს. როცა ჩემპიონი მეტოქეების არჩევას იწყებს, ორგანიზაცია უნდა დაფიქრდეს, ასეთი ჩემპიონის ყოლა უნდა თუ არა“.

ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვს MMA-ის ეგიდით 18 ბრძოლა აქვს გამართული და თვრამეტივე გამარჯვებით დაასრულა, მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე კი 22 ბრძოლიდან 18 გამარჯვება და 4 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი
ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი