ჰაკიმ ზიეჩი
Aa
Aa

„ტერორის მხარდამჭერი“ | ზიეჩის პოსტი და კრიტიკა სოციალურ ქსელებში

„გალათასარაის“ ფეხბურთელი, ჰაკიმ ზიეჩი სერიოზული კრიტიკის ობიექტი გახდა. გუშინ, „აიაქსისა“ და „მაკაბის“ მატჩის შემდეგ, ამსტერდამის ქუჩებში ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც, საავადმყოფოში ათზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს.

ზიეჩმა „ინსტაგრამის“ სთორიში სწორედ მომხდარის ამსახველი კადრები გააზიარა. მაროკოელმა პოსტს ასეთი წარწერა დაურთო: „თუ ბავშებთან და ქალებთან არ აქვთ საქმე, გარბიან. და ისევ, თავისუფლება პალესტინას“.

„გალათასარაის“ ფეხბურთელი სოციალურ ქსელებში აქტიურად გააკრიტიკეს და მის პოსტს ერან ზაჰავიც გამოეხმაურა. ზაჰავი „მაკაბის“ მოთამაშეა და უეფა-ს ზიეჩის დასჯისკენ მოუწოდა: „ტერორის სულელი მხარდამჭერი. უეფა-ს მივმართავ. იმედია, ნახავთ და მას დასჯით“.

სხვათა შორის, ამსტერდამში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომენტარი უეფა-ს წარმომადგენელმაც გააკეთა. მან მომხდარი კატეგორიულად დაგმო და იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდელი სამართალდამცველები დამნაშავეებს მკაცრად დასჯიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტი კომფორტი და თავისუფლება კვარასთვის“ - კონტეს გეგმა ინტერთან
„მეტი კომფორტი და თავისუფლება კვარასთვის“ - კონტეს გეგმა ინტერთან