გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ ქლევერლი
Aa
Aa

„ბურთი რაც შეიძლება ხშირად უნდა მივცეთ, მაგრამ...“ - ქლევერლი ჩაკვეზე

„ოქსფორდთან“ მატჩის წინ „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის „ონავრების“ ქართველ ნახევარმცველზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

კითხვაზე, ხომ არ ხდება „უოტფორდი“ მხოლოდ ჩაკვეტაძეზე და კვადვო ბააზე დამოკიდებული გუნდი, ქლევერლიმ განაცხადა, რომ ეს მისი მუშაობის სტილს არ შეესაბამება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გუნდი ცალკეულ ფეხბურთელებზე არ იყოს დამოკიდებული.

„გარანტიას გაძლევთ, რომ ასე გუნდს არასოდეს გავწვრთნი. არ ვაპირებ უბრალოდ შევარჩიო 11 ფეხბურთელი და შემდეგ იმის იმედად ვიყო, რომ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელებიდან რომელიმე სასწაულს ჩაიდენს. ყოველთვის ვცდილობ, შევიმუშავო სათამაშო გეგმა და დავეხმარო ბიჭებს, რათა მატჩი როგორც ერთიანმა გუნდმა, ისე მოიგონ.

გვსურს, რომ ჩაკვესნაირმა ფეხბურთელებმა ბურთი რაც შეიძლება ხშირად მიიღონ, ხოლო ბაასნაირმა ფეხბურთელები მცველთან ერთი-ერთზე რაც შეიძლება ხშირად დარჩნენ, თუმცა მხოლოდ ამის იმედად ვერ ვიქნებით“.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდისა“ და „ოქსფორდის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის ჩაკვეტაძის გუნდი ჩემპიონშიფში გამართული 14 ტურის შემდეგ 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა.

„ოქსფორდთან“ მატჩის შემდეგ ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელსაც წინ უკრაინასა და ჩეხეთთან მატჩები ელის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდის ლიდერია | სტატისტიკა, რომლითაც ჩაკვე ჩემპიონშიფში საუკეთესოა
უოტფორდის ლიდერია | სტატისტიკა, რომლითაც ჩაკვე ჩემპიონშიფში საუკეთესოა