საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

შემოდგომის პირველი ტესტ-მატჩი - ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. სიახლეა ის ფაქტი, რომ 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის „მაორებთან“ შეხვედრაში ბორჯღალოსნებს ვასილ ლობჟანიძე გაუძღვება, რომელიც ეროვნული გუნდის ისტორიაში რიგით 35-ე კაპიტანი იქნება. მომავალი შეხვედრა განსაკუთრებული იქნება 36 წლის ალექსანდრე თოდუასთვის, რომელიც ნაკრების შემადგენლობაში 115-ე შეხვედრას ჩაატარებს და მერაბ კვირიკაშვილს გაუთანაბრდება.

თამაშისთვის მთავარი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით ბორჯღალოსნები უკვე რამდენიმე დღეა მონპელიეში ემზადებიან. წინა კვირაში კი სამდღიანი მზადების ფარგლებში სავარჯიშო პროცესი პარიზში ჩაატარეს. „მაორები“ ახალი ზელანდიის B ნაკრებია, სადაც ის მორაგბეები გამოდიან, რომელთაც მთავარ გუნდში კარიერის მანძილზე ერთი მატჩი მაინც ჩაუტარებიათ.

ზელანდიელებთან დაპირისპირების შემდეგ, კოკერილის მომზადებული გუნდი გენუაში გაემგზავრება, სადაც იტალიელებს შეხვდება. შემოდგომის ტესტ-მატჩები კი 24 ნოემბერს თბილისში დასრულდება, როდესაც საქართველოს ნაკრები ტონგის ეროვნულ გუნდს „მიხეილ მესხის“ სტადიონზე უმასპინძლებს.

ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32 კეპი, 68 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 6), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 87, 78, კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20), 3. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 8, 15), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 35), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 35).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი, 10), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10); 21. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორჯღალოსნებს ნოემბრის ტესტებზე ვასილ ლობჟანიძე უკაპიტნებს
ბორჯღალოსნებს ნოემბრის ტესტებზე ვასილ ლობჟანიძე უკაპიტნებს