ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი
Goal.com-მა 21 საუკუნეში ბუნდესლიგაში 25 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი შეადგინა. წარმოგიდგენთ TOP-10-ს.
ალბათ არავისთვის არ იქნება გასაკვირი, რომ ყველაზე ბევრი ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ წარმომადგენელია.
1.რობერტ ლევანდოვსკი
ლევანდოვსკის წყალობით, დორტმუნდის ბორუსია რეალური საფრთხე გახდა ბაიერნისთვის, ამიტომაც ბავარიელებმა მისი გადაბირება მიზნად დაისახეს.
საბოლოოდ, პოლონელი თავდამსხმელი 2014 წლის ივლისში „ბაიერნში“ გადავიდა და მის შემდგენლობაში 344 გოლი გაიტანა. ამ შთამბეჭდავი შედეგებით ის მესისა და რონალდუს უთანაბრდება.
2. ტომას მიულერი
ცოტა ხნის წინ, ტომას მიულერმა მიუნხენის „ბაიერნში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ახალი რეკორდი დაამყარა.
გერმანელი შემტევის ანგარიშზე 710 მატჩია. მან ზეპ მაიერს გაუსწრო, რომელმაც „ბაიერნის“ შემადგენლობაში 709-ჯერ ითამაშა.
3. ფრანკ რიბერი
ფრანგი თავდასხმელი, რომელიც „ბაიერნს“ 2007 წელს შეუერთდა, ორივე ფეხით ჯადოსნურად თამაშობდა. კარიერის პირველ ეტაპზე, მისი გავლენა ტრავმებმა შეაფერხა, თუმცა ანდათან ის გაძლიერდა და მეტოქეებისთვის მთავარ საფრთხედ ჩამოყალიბდა.
4. მანუელ ნოიერი
ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წელს გელზენკირხენის „შალკედან“ გადავიდა და მას შემდეგ ბავარიული გრანდის უცვლელი პირველი ნომერია.
„ბაიერნის“ მაისურით ნოიერმა ყველა ტურნირზე 529 მატჩი ჩაატარა, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 11-ჯერ - ბუნდესლიგა, ხუთჯერ - გერმანიის თასი და ექვსჯერ - გერმანიის სუპერთასი.
5. ფილიპ ლამი
ლამი ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია, რომელსაც ბუნდეს ლიგაში უთამაშია. ის ბაიერნის აკადამიას ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში შეუერთდა და კლუბში 22 წელი გაატარა.
ამ ხნის განმავლობაში, მან გუნდთან ერთად, 21 დიდი ტიტული მოიგო, მათ შორის 8 ბუნდეს ლიგის.
„ის არის ყველაზე ჭკვიანი მოთამაშე, რომელიც ოდესმე გამიწრთვნია“, - თქვა ლამზე პეპ გუარდიოლამ.
6. ბასტიან შვაინშტაიგერი
დიდი ხნის განმავლობაში, შვაინშტაიგერი „ბაიერნის“ სახეს წარმოადგენდა. მან კლუბი სხვა დონზე გადაიყვანა, რადგან მას თამაშის განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა.
გერმანელს გულშემატკივრებმა „ფეხბურთის ღმერთიც“ კი შეარქვეს.
7. მარკო როისი
როისი „ყვითლების“ ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და ამ ხნის განმავლობაში 2-ჯერ გერმანიის თასი, 3-ჯერ კი გერმანიის სუპერ თასი მოიპოვა.
ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ის ორჯერ ახლოს იყო ბუნდესლიგაში გამარჯვებასთან, მაგრამ ვესტფალიელებმა „ვერცხლის სინი“ ორივე შემთხვევაში ხელიდან ბოლო ტურში გაუშვეს.
12 წლის განმავლობაში ნათამაშებ 428 შეხვედრაში როისმა 170 ბურთი გაიტანა და თანაგუნდელებს ასისტენტობა 131 შემთხვევაში გაუწია.
8. არიენ რობენი
ნიდერლანდელი ფეხბურთელი „ბაიერნში“ 2009 წელს გადავიდა და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ის ისეთ გრანდებში თამაშობდა, როგორებიცაა „ჩელსი“ და „რეალი“, „ბაიერნი“ მისთვის სულიერი სახლი გახდა.
სადებიუტო სეზონში რობენმა 23 გოლი გაიტანა. შეიიძლება ითქვას, რომ ის კლუბის ყველაზე „მომაკვდინებელი იარაღი“ გახდა.
9. მიხაელ ბალაკი
„ლევერკუზენში“ შემადგენლობაში,2001-2002 წლების სეზონის შემდეგ, ბალაკი ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე გახდა.
მის გადაბირებას მადრიდის „რეალიც“ ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ, ბალაკმა „ბაიერნი“ არჩია. გულშემატკივრებმა მას „პატარა კაიზერი“ შეარქვეს.
10. დავიდ ალაბა
ალაბა ჩვენი ღმერთია“ - თქვა გუადრიოლამ მას შემდეგ, რაც ავსტრიელი 2014-2015 წლების სეზონზე „ბაიერნში“ სხვადასახვა პოზიციაზე ათამაშა.
„ალიანს არენაზე“ გატარებული 11 წლის განმავლობაში მან ბუნდესლიგის ტიტული 11-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.