ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას და მერეტის კონტრაქტებზე შეთანხმება ჯერ კიდევ შორსაა“ - Rai Sport

Rai Sport-ის ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ჩირო ვენერატომ „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის ირგვლის შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ახალი ცნობები გამოაქვეყნა.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმებისგან ისევ შორს არიან და ეს ეხება როგორც კვარაცხელიას, ასევე მერეტის ახალ კონტრაქტებს.

რას ამბობს Rai Sport-ის ჟურნალისტი:

„როგორც სანდო წყაროებმა დაგვიდასტურეს, შეთანხმება არაა მიღწეული არც კონტრაქტის ხანგრძლივობასთან და არც ხელფასთან დაკავშირებით. უახლოეს კვირებში მერეტის აგენტი ფედერიკო პასტორელო და კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი „პარტენოპეის“ ხელმძღვანელობას ისევ შეხვდებიან“.

შეგახსენებთ, რომ კვარას ახალი კონტრაქტის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირა მიმდინარეობს. იტალიური მედიის ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში „ნაპოლი“ ქართველს ხელფასის 1,5 მილიონიდან 6 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, ხოლო კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი წელიწადში 8-მილიონიან ხელფასს და ფიქსირებული გამოსასყიდის სახით კონტრაქტში 80 მილიონი ევროს დაფიქსირებას ითხოვს.

მოქმედი კონტრაქტი კვარას კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ცნობისთვის, მომდევნო მატჩს „ნაპოლი“ 10 ნოემბერს, გასვლაზე, უშუალო კონკურენტისა და მოქმედი ჩემპიონის, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. ამ დროისთვის „ნაპოლი“ „ინტერს“ 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტი კომფორტი და თავისუფლება კვარასთვის“ - კონტეს გეგმა ინტერთან
„მეტი კომფორტი და თავისუფლება კვარასთვის“ - კონტეს გეგმა ინტერთან