ფედელე: მაკტომინეი კვარას სივრცეში შედის და მას ხელს უშლის
იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ, „ინტერი“ „ნაპოლის“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და განიხილა გუნდის მთავარი ტაქტიკური პრობლემა, რომელიც კონტემ უნდა აღმოფხვრას.
„რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ლობოტკას ფაქტორი ინტერთან? გილმორი მისგან განსხვავებულ სტილს თამაშობს, მაკტომინეი კი უფრო უხეში ხისტი სტილის არის, ნაკლები ინტელექტით. გილმორი ნაკლებად ტექნიკურია, თუმცა ინტელექტი აქვს.
რას უნდა ველოდოთ კვირას მაკტომინეისგან? ის მოედანზე მოქმედებს, როგორც პირველი ფორვარდი, იმ სივრცეს იკავებს, რომელშიც კვარაცხელია უნდა იღებდეს ბურთს. ამიტომ, ქართველი თანაგუნდელს ეჯახება ხოლმე, რომელიც გოლის გატანას ცდილობს და მას სივრცეს ართმევს.
ბოლო მატჩებში კონტე შეეცადა, რომ მაკტომინე უფრო მეტად ნახევარდაცვის სიღრმეში ჩაეწია, რათა მას სივრცე გაეკონტროლებინა.
კიდევ ერთი პრობლემა - ლუკაკუ ყოველთვის თამაშობდა ისეთი ფორვარდების გვერდით, რომლებიც გუნდურობით ნაკლებად გამოირჩეოდნენ და უფრო მეტად გოლების გატანაზე იყვნენ ორიენტირებულნი. მაგალითად, ლაუტარო და დიბალა. კვარასა და ბელგიელის წყვილი ალბათ არის დუეტი, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება აწყობა. ხვიჩამ მოედანზე 15 მეტრით წინ უნდა წაიწიოს. ბურთის დევნა მაკტომინეის უნდა დაევალოს, რომელიც თავდამსხმელის პოზიციაზე არ უნდა დგებოდეს, იქ ხვიჩას სივრცეა“.
- განაცხადა ფედელემ Radio Marte-ს ეთერში.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ „ნაპოლის“ მატჩი კვირას 23:45-ზე დაიწყება.