გამარჯვების გოლი 90+5 წუთზე - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს მოუგო (U17)
Aa
Aa

გამარჯვების გოლი 90+5 წუთზე - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს მოუგო (U17)

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ქალთა 17-წლამდე ნაკრებმა მონტენეგროს დრამატულ შეხვედრაში მოუგო - 1:2.

38-ე წუთზე ბალევიჩის გოლით მონტენეგრო დაწინაურდა. 56-ე წუთზე სოფი ხელაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, მე-5 დამატებულ წუთზე ლოლიტა კალოიანმა პენალტის ნიშნულიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.

სალომე ხუბულურის გაწვრთნილმა ნაკრებმა პირველ ტურში სლოვაკეთთან მატჩი დათმო (2:0), დღეს გაიმარჯვა და მესამე ტურში ლატვიას დაუპირისპირდება (11 ნოემბერი).

შეგახსენებთ, ა ლიგის საგზურს ბ ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები