ლაშა ფირცხალაიშვილი
Aa
Aa

საური, სალია, ხარებაშვილი -19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 13 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს. შვედეთი ჯგუფური ეტაპის მასპინძელია, მეორე ტურში საქართველო ნორვეგიას დაუპირისპირდება (16 ნოემბერი), მესამე ტურში - ესტონეთს (19 ნოემბერი).

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ფირცხალაიშვილმა შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: მათე საური (რიუ ავე), ლუკა ხელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: გიორგი ნიკოლაიშვილი (დინამო თბილისი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე (იბერია 1999), თემურ დალაქიშვილი (ვიტ ჯორჯია), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (იბერია 1999), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (დინამო კიევი), ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (ლოკომოტივი თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), საბა სამუშია (დინამო თბილისი), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი).

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები