რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, სიმონე ინძაგი, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

„მეტი კომფორტი და თავისუფლება კვარასთვის“ - კონტეს გეგმა ინტერთან

„ინტერი“ „ნაპოლის“ მატჩამდე იტალიური პრესა აქტიურად მიმოიხილავს ტაქტიკურ ვარიანტებს, რომლებსაც შესაძლოა მწვრთნელებმა მიმართონ.

უკვე ბევრი თანხმდება იმაზე, რომ ანტონიო კონტე თავის თავდაპირველ სქემას დაუბრუნდება და „სან სიროზე“ 5-მცველია მონახაზს გამოიყენებს. La Republica და Corriere del Mezzogiorno განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებენ და მწვრთნელის მხრიდან ქართველი შემტევისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე მიუთითებენ.

„ინტერთან შეხვედრაში კონტე გეგმავს, რომ კვარაცხელია მისი გეგმის მთავარი მოქმედი პირი იყოს. ამიტომ, მას დაცვითი ფუნქციებისგან გაათავისუფლებს, რომ შეტევაში მეტი დრო და ენერგია ჰქონდეს. 3-5-2 სქემაში კვარა უფრო მეტად ცენტრისკენ იმოქმედებს და ლუკაკუსთან ახლოს იქნება.

ამ სქემაში ხვიჩა შეძლებს ინტერის დაცვასა და ნახევარდაცვას შორის არსებულ სივრცეებს შეუტიოს. მას გადაადგილების მეტი თავისუფლება ექნება. ინძაგის გუნდში ეს არეალი შედარებით დაუცველია და კონტე სწორედ მას უმიზნებს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ტაქტიკის ცვლით ისარგებლებს სკოტი მაკტომინეია, რომელსაც ხვიჩასა და ლუკაკუს მოძრაობებისგან შექმნილი სივრცის ათვისების შანსები ექნება. კონტე გეგმავს, რომ შოტლანდიელის ფოკუსირებითა და ინტენსივობით ინტერის პრესინგი დაარღვიოს.

თუ, 3-5-2 იმუშავებს, კვარაცხელია შესაძლოა ამ სქემაში გადამწყვეტი მოთამაშე გამოდგეს“.

- ვკითხულობთ იტალიურ პრესაში.

კონტეს სავარაუდო 3-5-2 ასე გამოიყურება. დანარჩენს უშუალოდ მატჩის დღეს ვიხილავთ. შეხვედრა კვირას 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გოგლიჩიძე ორიდან ერთ მატჩს სასტარტოდან დაიწყებს“ - სანიოლის პრესკონფერენცია
„გოგლიჩიძე ორიდან ერთ მატჩს სასტარტოდან დაიწყებს“ - სანიოლის პრესკონფერენცია