ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

ამსტერდამში ისრაელელ ფანებს თავს დაესხნენ. არიან დაშავებულები

ნიდერლანდების დედაქალაქში, ადგილობრივ მოსახლეობასა და ისრაელელ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა.

ებრაული მედიის ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა იმ სასტუმროზე შტურმის შედეგად, სადაც თელ-ავივის „მაკაბის“ ფანები იმყოფებოდნენ.

გუშინ „აიაქსისა“-მაკაბის“ მატჩი გაიმართა, დაპირისპირებები კი პროპალესტინელ აქტივისტებსა და ისრაელელ გულშემატკივრებს შორის ჯერ კიდევ თამაშამდე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მინიმუმ 62 ადამიანია დაკავებული. თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია აგრეთვე რამდენიმე დაკარგულის შესახებ, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა.

ისრაელის მთავრობამ მომხდარს „ორგანიზებული პოგრომი“ და „ანტისემიტური აქცია“ უწოდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი მოქალაქეების ჩამოსაყვანად თვითმფრინავის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

თავის მხრივ, ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, ისრაელელი ფანების წინააღმდეგ ძალადობამ ყველა საზღვარი გადაკვეთა და შეუძლებელია მას გამართლება ჰქონდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე ტაქტიკას ცვლის - ინტერის შიში და მოსალოდნელი ცვლილებები
კონტე ტაქტიკას ცვლის - ინტერის შიში და მოსალოდნელი ცვლილებები