ალექსანდრე იაშვილი
Aa
Aa

ბევრი ქართველი ტოპ ლიგაში - იაშვილი ბუდუზე, სიგუასა და 21-წლამდე ნაკრებზე

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მოახლოებულ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ისაუბრა. თუ რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ხორვატიის ბარიერის დაძლევს, ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ალექსანდრე იაშვილი: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 21 წლამდე ნაკრები ფლეი-ოფშია, ყველამ ვნახეთ რამდენად საოცარი შეგრძნებაა ევროპის ჩემპიონატზე თამაში. იმედი მაქვს, ხორვატიასთან სტადიონი შეივსება და ამ დაპირისპირებაში წარმატებას მივაღწევთ. ქომაგთა როლი ძალიან დიდია''.

იაშვილი გაბრიელ სიგუაზე: მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ტრავმები აწუხებს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს შეხვედრებში ხორვატიასთან ითამაშებს და ასევე იმედი მაქვს, რომ მის კარიერაში ტრავმები დასრულდება. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ტრავმები ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორია''.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 15 ნოემბერს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხელ მესხზე, ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს რიეკაში გაიმართება.

ალექსანდრე იაშვილმა „კარლსრუესა'' და ეროვნული ნაკრების ფორვარდზე, ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა: „ბუდუ ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ახლა მისთვის დიდი წარმატება იქნება თუ „კარლსრუესთან'' ერთად ბუნდესლიგაში გადავა. ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტოპ ლიგაში ბევრი ქართველი თამაშობდეს. ბუდუმ საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ასეთ დონეზე თამაში შეუძლია''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები