ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ის თვის საუკეთესოდ დასახელდა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზურიკო დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა.

5 ოქტომბერს, „ოსერთან“ საშინაო შეხვედრაში ქართველმა შემტევმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მის მიერ გატანილი პირველი ბურთი ოქტომბრის თვის საუკეთესოდ დასახელდა.

გარდა ამისა, ლიგა 1-ის ორგანიზატორებმა ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე სამი საუკეთესო შეარჩიეს და მათ შორის დავითაშვილიც იმყოფებოდა, თუმცა პრიზი პსჟ-ს მარცხენა გარემარბს ბრედლი ბარკოლას გადაეცა.

დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდის რიგებში ცალსახად საუკეთესოა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. „სენტ ეტიენი“ ამ მომენტისთვის 10 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე ტაქტიკას ცვლის - ინტერის შიში და მოსალოდნელი ცვლილებები
კონტე ტაქტიკას ცვლის - ინტერის შიში და მოსალოდნელი ცვლილებები