კამარუ უსმანი, შავკატ რახმონოვი
Aa
Aa

უსმანი მზადაა რახმონოვთან იჩხუბოს

1 კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ბელალ მუჰამედისა და შავკატ რახმონოვის ჩხუბი, რომელიც 8 დეკემბერს, UFC 310-ზე მთავარი მოვლენა უნდა ყოფილიყო, გადაიდო.

როგორც ცნობილი გახდა, მუჰამედს ძვლის ინფექცია დაუდგინდა. მას შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა, თუ ვინ იქნება რახმონოვის მეტოქე.

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი კამარუ უსმანი ამბობს, რომ მზად არის რახმონოვს ებრძოლოს. ამის შესახებ ნიგერიელმა მებრძოლმა ჰენრი სეხუდოს პოდკასტში სტუმრობის დროს ილაპარაკა.

UFC დაუძახებს იმას, ვისაც საკმარისად მამაც და გიჟ მებრძოლად მიიჩნევს, რომელიც ნამდვილად ღირსია ამ შანსის, რომ დროებითი ქამრისთვის იბრძოლოს. დარწმუნებული ვარ, ხელმძღვანელობამ იცის, ვის დაუკავშირდეს და თუ ისინი მე დამირეკავენ, მე მაშინვე ვუპასუხებ და დავთანხმდები ამ ბრძოლას, მაგრამ ამ საქმეს რამდენიმე საკითხის მოგვარებით დავიწყებთ. თუ შევთანხმდებით, ეს ბრძოლა გაიმართება“, - თქვა უსმანმა.

შეგახსენებთ, რომ რახმონოვის ბოლო ჩხუბი 2023 წლის დეკემბრით თარიღდება, როდესაც ყაზახმა მებრძოლმა მახრჩობელა ილეთით ამერიკელ სტივენ ტომპსონს სძლია.

აღსანიშნავია, რომ რახმონოვს MMA-ში 18 ჩხუბი აქვს ჩატარებული, საიდანაც 18-ვეში მან ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება უსმანს, მან ბოლოს ხამზატ ჩიმაევთან იბრძოლა და წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსუბუქ წონაში ჩხუბი ჭკვიანური არ იქნება“ - კოვინგტონმა თოფურიაზე ისაუბრა
„მსუბუქ წონაში ჩხუბი ჭკვიანური არ იქნება“ - კოვინგტონმა თოფურიაზე ისაუბრა