ანატოლი მალიხინი
Aa
Aa

მალიხინი: 10-ჯერ მეტი ჰონორარიც რომ მომცენ, UFC-ში არ გადავალ

One Championship-ის სამი წონითი დივიზიონის რუსი ჩემპიონი, ანატოლი მალიხინი ამბობს, რომ UFC-ში გადასვლას არც კი განიხილავს.

მჯერა, რომ ყველა ადამიანი თავის ადგილას უნდა იყოს, მე კი იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. UFC-დან კონტრაქტიც რომ გამომიგზავნონ და 10-ჯერ მეტი ჰონორარი შემომთავაზონ, მაინც არ გადავალ. მე არავის არ ვჭირდებოდი, მაგრამ ONE-ში ფეხზე დამაყენეს და ყველაფერი მომცეს“, - თქვა მალიხინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა მებრძოლმა ბოლოს ONE 166-ზე, რენე დე რიდერთან იჩხუბა და ის მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მის ანგარიშზე 14 გამარჯვება და არც ერთი მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ხალხი ჩვენი ბრძოლისგან დიდ სიამოვნებას მიიღებს“ - დიეგო ლოპესმა თოფურიაზე ისაუბრა
„ხალხი ჩვენი ბრძოლისგან დიდ სიამოვნებას მიიღებს“ - დიეგო ლოპესმა თოფურიაზე ისაუბრა