ვიქტორ ციგანკოვი
Aa
Aa

დანაკლისი უკრაინის რიგებში - დადასტურდა, რომ ციგანკოვი საქართველოსთან ვერ ითამაშებს

უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ციგანკოვი თავის გუნდს ერთა ლიგის უახლოეს 2 მატჩში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკრაინელები 16 ნოემბერს საქართველოს ხვდებიან, 19 ნოემბერს კი - ალბანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

როგორც დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, ციგანკოვს მინიმუმ კიდევ 1 კვირა სჭირდება, რომ სრულფასოვნად დატვირთოს ფეხი და ვარჯიში შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ „ჟირონას“ ფეხბურთელმა 2 ოქტომბერს, „ფეიენოორდთან“ მატჩის დროს, ბარძაყის კუნთი დაიზიანა.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 16 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, უკრაინის ნაკრები კი 4 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: ოპტიმისტი უკრაინა და მოთვინიერებული ალბანეთი
ანალიზი: ოპტიმისტი უკრაინა და მოთვინიერებული ალბანეთი