სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 3-ქულიანი - სან ანტონიომ პორტლენდს მოუგო

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ კედლებში „პორტლენდს“ 118:105 მოუგო.

მამუკელაშვილმა თავისი სათამაშო დრო ამჯერადაც მიიღო და ჯამში პარკეტზე 7:53 წუთი გაატარა. მისი მონაგარი მხოლოდ ერთი სამქულიანი იყო. გარდა ამისა მამუს 3 მოხსნა და 1 დაფარება ჰქონდა. ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

შეხვედრის გარდამტეხი მონაკვეთი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც „სან ანტონიომ“ 35:24 მოიგო. „სფურსის“ რიგებში ყველაზე მეტი ქულა 17-17 მალაკი ბრენჰემმა და კელდონ ჯონსონმა ჩააგდეს. 12 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ვემბანიამას.

„პორტლენდის“ მხრიდან 21-21 ქულა ჯერემი გრანტმა და დეანრე ეიტონმა მიითვალეს.

9 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 4 მოგებითა და 5 მარცხით მე-12 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრა 10 ნოემბერს „იუტასთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნარკოტიკებს ვასაღებდი“ – NBA-ს ვარსკვლავის სკანდალური ინტერვიუ
„ნარკოტიკებს ვასაღებდი“ – NBA-ს ვარსკვლავის სკანდალური ინტერვიუ