ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარი სანტოსში გადავა | Goal.com

„ალ-ჰილალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარი მშობლიურ „სანტოსში“ ბრუნდება.

როგორც Goal.com-ი წერს, ფეხბურთელმა კლუბს თანხმობა უკვე მისცა და ის გუნდს უკვე იანვარში შეუერთდება.

ბრაზილიელს კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს: 32 წლის თავდამსხმელს, რომელმაც მუხლის ჯვარედინი მყესების ურთულესი ტრავმით გამოწვეული 1-წლიანი სარეაბილიტაციო პერიოდი ახლახანს დაასრულა, ისევ დაშავდა და მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს.

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, ირანის „ესტეღლალთან“ (3:0) ნეიმარი ცვლილებაზე 58-ე წუთზე შევიდა, 87-ე წუთზე კი მოედანი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო დატოვა.

აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ნეიმარმა სულ რაღაც ორჯერ ითამაშა, ორივეჯერ შეცვლაზე შევიდა და ჯამში მინდორზე 43 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ 128 შეხვედრაში გატანილი 79 გოლით ის პენტაკამპეონების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონტე ტაქტიკას ცვლის - ინტერის შიში და მოსალოდნელი ცვლილებები
კონტე ტაქტიკას ცვლის - ინტერის შიში და მოსალოდნელი ცვლილებები