„ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს, ასეთ ადგილს სხვაგან ვერ იპოვი“ | კვარას კომენტარი
სერია A-მ დოკუმენტური ფილმი, Champions of Made in Italy გამოუშვა და მასში ფეხბურთელები იმ ქალაქებთან ადაპტაციის გავლის პროცესზე საუბრობენ, რომლებშიც ცხოვრობენ. კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიამაც გააკეთა და ნეაპოლზე ისაუბრა.
„მარტივია იმის თქმა, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. სამშობლო და სახლი ყოველთვის მენატრება, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ იტალია ჩემი სახლია. ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს. ქალაქი ფეხბურთით ბედნიერია და ასეთ ადგილს სხვაგან ვერ იპოვი. აქ ხალხს ძალიან ვუყვარვარ და კარგად მექცევიან“.
„კვარას“ გარდა, იტალიაში თავის დამკვიდრებაზე დუშან ვლაჰოვიჩმა, რაფაელ ლეაუმ, მარკუს ტურამმა და პაულო დიბალამ ისაუბრეს. ლეაუმ იტალიას მისთვის იდეალური ადგილი უწოდა. ვლაჰოვიჩი ტურინში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ტურამი მილანს განსაკუთრებულ ქალაქს უწოდებს, ხოლო დიბალას თქმით, რომი მაგიური ქალაქია.
ცნობისთვის, „კვარას“ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას სწორედ ტურამის „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. „ნერაძური“ და „პარტენოპეი“ სატურნირო ცხრილის პირველ და მეორე ადგილებს იკავებენ და საინტერესო დაპირისპირება გველოდება.