კარლო ანჩელოტი, პრედრაგ მიატოვიჩი
Aa
Aa

მიატოვიჩი: ანჩელოტი გუნდს ვეღარ აკონტროლებს

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული მოთამაშე პრედრაგ მიატოვიჩი მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი კლუბი რთულ სიტუაციაშია და ანჩელოტი ამჟამად სიტუაციას ვერ აკონტროლებს.

„მე მაქვს განცდა, რომ გუნდი ახლა ანჩელოტის კონტროლს მიღმაა. მის მიერ განხორციელებული ცვლილებებით თუ ვიმსჯელებთ, ის ვერ მიხვდა, რა მიმართულებით უნდა მიემართა გუნდი და როგორ მოქცეულიყო. ორი-სამი მშვენიერი სეზონის შემდეგ დადგა მომენტი, როცა რეალი ცოტათი დასუსტდა.

გამოსავალი ძალიან ცოტაა. დარწმუნებული არ ვარ, შეუძლია თუ არა ანჩელოტი რეაგირების მოხდენა და სიტუაციის გადატვირთვა, რათა ფეხბურთელების მოტივირება შეძლოს.

გუნდში არიან უკმაყოფილო ფეხბურთელები, რომლებიც იმაზე ნაკლებს თამაშობენ, ვიდრე მოელოდნენ. პრესა გიულერისთვის მეტი სათამაშო დროის მიცემას ითხოვს, ენდრიკმა და ბელინგემმა სეზონი მშვენივრად დაიწყეს, მაგრამ ახლა არც ისე კარგები არიან, მბაპეს და ვინისიუსს ერთ ფლანგზე უნდათ თამაში... მსგავსი სიტუაცია მაწუხებს.

ანჩელოტი ვერ ეტყვის მოთამაშეებს: „გააკეთეთ ის, რასაც მე გეტყვი“. ის უსმენს ძალიან ბევრ აზრს, მას არ აქვს საკუთარი პოზიცია, როგორც ამას სხვა წლებში აკეთებდა“,

- განაცხადა„რეალის“ ყოფილმა ფორვარდმა Cadena SER-ის ეთერში.

ბოლო ინფორმაციით, „რეალი“ სეზონის ბოლოს ანჩელოტის შეცვლას განიხილავს. შუა სეზონში მისი დათხოვნა ამ მომენტისთვის გამორიცხულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლების მანქანა ჩაირთო | რას წერს ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე
გოლების მანქანა ჩაირთო | რას წერს ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე