კარლო ანჩელოტი, ფედე ვალვერდე
Aa
Aa

Cope: ვალვერდეს ტრავმა არ აქვს - რატომ თქვა ანჩელოტიმ საპირისპირო?

ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მარცხის შემდეგ, ესპანური პრესა „რეალის“ კრიზისზე ალაპარაკდა.

„როსონერისთან“ შეხვედრის მეორე ნახევარში კარლო ანჩელოტიმ ფედე ვალვერდე შეცვალა, რასაც მატჩის შემდეგ, ურუგვაელი ფეხბურთელის მეუღლის მხრიდან სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა. საუბარი იყო ფედეს არასწორ პოზიციაზე გამოყენებასთან. თუმცა, საბოლოოდ, მინა ბონინომ პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ მისი ანგარიში გატეხეს.

„არ ვიცი სოციალურ ქსელებში რას წერენ. ეს არ მაინტერესებს. ვალვერდე იმიტომ, შევცვალე, რომ ის 100%-ით მზად არ იყო, მას ზურგის პრობლემა ჰქონდა“,

- განაცხადა ანჩელოტიმ პრესასთან.

დღეს კი ესპანურმა Cope-მ დაწერა, რომ ურუგვაელი ნახევარმცველი ანჩელოტის სიტყვებით გაკვირვებულია, რადგან მას არანაირი ტრავმა არ აწუხებს.

ორი დღის წინ ასევე Marca-ზე დაიწერა, რომ ჯუდ ბელინგემი თავისი სათამაშო პოზიციით უკმაყოფილოა, რაც ამ სეზონში მის შედეგიანობაზეც აისახა.

ერთი სიტყვით, „რეალში“ არეულობაა და უახლოესი მატჩები პასუხს ბევრ რამეს გასცემს. კლუბი კარლო ანჩელოტის სრულ ნდობას უცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანრი: ახალი ერა ბარსელონაში არა ფლიკმა, არამედ ჩავიმ დაიწყო
ანრი: ახალი ერა ბარსელონაში არა ფლიკმა, არამედ ჩავიმ დაიწყო