გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გოლების მანქანა ჩაირთო | რას წერს ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე

„გოლების გამტანი მანქანა, სახელად გიორგი მიქაუტაძე, სრულ მეტამორფოზს გადის“, - ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას Footmercato. ცნობილი ფრანგული გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე წერს და მის მიერ გავლილ გზაზე გვესაუბრება.

დაგვიანებული ამუშავების შემდეგ, გოლების მანქანა ჩაირთო, რაც ლიონისთვის სასიხარულო ამბავია

„ერთ წელიწადში, გიორგი მიქაუტაძემ გრძელი გზა გაიარა. 2023 წელს, ქართველი ფეხბურთელი აიაქსში იყო. კლუბში, რომელიც მის კარიერაში ახალ ნაბიჯად უნდა ქცეულიყო, მაგრამ გიორგის ნიდერლანდური თავგადასავალი პიკნიკი ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით... ამსტერდამში, მან სათადარიგოთა სკამზე უფრო მეტი დრო გაატარა, ვიდრე მოედანზე და ნეგატიური პერიოდის წარსულში დასატოვებლად, ნაცნობ გარემოში დაბრუნება გადაწყვიტა. მიქაუტაძე მეცს შეუერთდა და მისმა არჩევანმა შედეგი გამოიღო. 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა და მიქაუტაძე ლიგა 2-ში გავარდნის პირას მყოფ გუნდს კიდევ ერთხელ დაეხმარა.

ზაფხულში, მეცმა მისი კონტრაქტი გამოისყიდა და გიორგის გაყიდვით ფინანსური ზარალის გადაფარვა გადაწყვიტა. ძალიან საინტერესო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მიქაუტაძე ვარიანტებით განებივრებული იყო. გიორგის არ უნდოდა, მორიგი შეცდომა დაეშვა და გულს მოუსმინა. იგი დაბრუნდა ქალაქში, სადაც დაიბადა და ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მის გონებაში, ლიონსა და მონაკოს შორის ფავორიტი აშკარა იყო. 18 ივლისს, გიორგი ლიონში გადავიდა და მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის მიზნის მქონე ფეხბურთელმა ლიონთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. გიორგი ალექსანდრ ლაკაზეტის კონკურენტი უნდა ყოფილიყო, მისი წასვლის შემდეგ კი, ლაკაზეტის ადგილი უნდა დაეკავებინა. საბოლოოდ, ქართველს ლაკაზეტთან თანაცხოვრება მოუწია. ლიონმა ფრანგი თავდამსხმელი ვერ გაყიდა და შეტევის ხაზში სერიოზული კონკურენცია გაჩნდა.

იყო მომენტები, როცა მიქაუტაძე ფლანგზე ათამაშეს და ქართველმა ფეხბურთელმა საჯაროდ განაცხადა, რომ თავდამსხმელის პოზიცია ურჩევნია. მიქაუტაძეს იმედგამაცრუებელი სტარტი გამოუვიდა და უფრო და უფრო დიდ კრიტიკას იღებდა, მაგრამ პიერ საჟი მას აქტიურად იცავდა.

L’Equipe-ის აზრით, ცუდი სათამაშო ფორმა უკავშირდებოდა იმას, რომ გიორგიმ მაღალ დონეზე საასპარეზოდ საჭირო საკითხებთან ადაპტაცია ვერ გაიარა, განსაკუთრებით, პირად ცხოვრებასთან მიმართებით. ფრანგული გამოცემის სიტყვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ლიონის 69 ნომერმა უკეთესი ფეხბურთი აჩვენა. 20 ოქტომბერს, მან ასისტი გააკეთა, ოსერთან კი დუბლი მიითვალა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა თავდაჯერებულობა და ღიმილი დაებრუნებინა.

გასულ კვირას, ლილთან მატჩში, მხოლოდ 5 წუთი დაუთმეს, მაგრამ სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს, რადგან ლიონი რამდენიმე ტურნირზე ერთად თამაშობს. ფეხბურთელთან დაახლოებულმა წყარომ გვითხრა, რომ გიორგი თავდაუზოგავად მუშაობს და ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ახლა მისი დროა!“, - წერს Footmercato.

ცნობისთვის, 10 ტურის შემდეგ, „ლიონს“ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი დებიუტანტით - ახალგაზრდულის შემადგენლობა პლეიოფისთვის
ორი დებიუტანტით - ახალგაზრდულის შემადგენლობა პლეიოფისთვის