ჩავი ერნანდესი, ტიერი ანრი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ანრი: ახალი ერა ბარსელონაში არა ფლიკმა, არამედ ჩავიმ დაიწყო

ტიერი ანრის თვლის, რომ ბარსელონაში ახალი ერა ჩავის დროს დაიწყო.

„ცრვენა ზვეზდასა“ და „ბარსელონას“ მატჩის შემდეგ, CBS Sports-ის სტუდიაში ჯეიმი კარაგერმა და ტიერი ანრიმ ტრადიციულად საფეხბურთო ანალიზი შემოგვთავაზეს, რა დროსაც კარაგერმა იმედი გამოთქვა, რომ „ბლაუგრანასთვის“ ახალი ერა დაიწყო, თუმცა ანრი მას არ დაეთანხმა.

„არა მგონია, რომ ფლიკმა დაიწყო ეს ეპოქა. ეს ჩავიმ გააკეთა. ფლიკი აგრძელებს იმას, რაც ჩავიმ დაიწყო, რომელმაც კუბარსის და იამალს შანსი მისცა... ჩავიმ იქ ბევრი მოთამაშე მიიყვანა.

ჩავი წავიდა და ფლიკი მოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერნანდესის ხელმძღვანელობით ორი წლის განმავლობაში მათ მეტი შეიტყვეს თავიანთი ხასიათისა და იმის შესახებ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთული იყო წინა სეზონი.

ეს გუნდი ახლა უნდა განიხილებოდეს, როგორც ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი და მათ შესაძლოა ასევე მოუწიოთ წაგება ნახევარფინალში ან მეოთხედფინალში, რათა გაიგონ, რამდენად რთული იქნება ამ ტურნირის მოგება.

მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ ამ ყველაფერთან გამკლავება შეუძლიათ“.

-  უპასუხა ანრიმ კარაგერს.

ამ მომენტისათვის ჰანსი ფლიკის გუნდს ევროპის ტოპ 5 ლიგაში ექსპერტები ყველაზე სახიფათოდ ახასიათებენ, თუმცა სეზონის ფინალამდე ჯერ ძალიან ადრეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას საფრთხე | სიმონე ინძაგის გეგმა ხვიჩას შესაჩერებლად
კვარაცხელიას საფრთხე | სიმონე ინძაგის გეგმა ხვიჩას შესაჩერებლად