კილიან მბაპე, დიდიე დეშამი
Aa
Aa

„მას ვესაუბრე და ახლა ასე სჯობს“ - დეშამი მბაპეს არგამოძახებაზე

ნოემბრის სანაკრებო პაუზისთვის დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც კილიან მბაპე ვერ მოხვდა.

„მამლების“ მთავარმა მწვრთნელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

„მასთან რამდენიმე საუბარი მქონდა. დავფიქრდი და ეს გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე მივიღე. ვფიქრობ ასე უკეთესი იქნება. არ ვაპირებ კამათს.

ორი რამ შემიძლია გითხრათ: კილიანს სურდა ჩამოსვლა და ამას არაფერი აქვს საერთო არასპორტულ საკითხებთან, სადაც უდანაშაულობის პრეზუმფციაა. მომავალი ორი მატჩისთვის ეს შემადგენლობა ავირჩიე. გადაწყვეტილება საბოლოოა.

ეს ჩემი არჩევანია, ასე უკეთესი იქნება. მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი თქვენთვის, მაგრამ არ ვაპირებ დისკუსიაში შესვლას, რომელიც ჩემი სიტყვების სხვადასხვა ინტერპრეტაციას გამოიწვევს. მეტის თქმა არ მინდა, მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებაზე“,

- განაცხადა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საფრანგეთის ნაკრები ნოემბერში ისრაელსა (14 ნოემბერი) და იტალიას (17 ნოემბერი) დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას საფრთხე | სიმონე ინძაგის გეგმა ხვიჩას შესაჩერებლად
კვარაცხელიას საფრთხე | სიმონე ინძაგის გეგმა ხვიჩას შესაჩერებლად