რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კონტე ტაქტიკას ცვლის - ინტერის შიში და მოსალოდნელი ცვლილებები

სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ინტერი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულაა. ლიდერთა დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. იტალიური პრესა ამ მატჩზე უკვე რამდენიმე დღეა წერს.

Tuttosport-ის ცნობით, ანტონიო კონტე „ატალანტასთან“ მარცხის შემდეგ, შეშფოთებულია და ტაქტიკის შეცვლას გეგმავს. ის დარწმუნებულია, რომ მისი 4-2-3-1 მონახაზით „ინტერთან“ პრობლემები ექნება და 3-5-2 მონახაზზე დაბრუნებას უმიზნებს.

კონტე მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერა 3-4-3 და 3-5-2 სქემით თამაშობს და მოულოდნელი არ იქნება, თუ ამ მონახაზს დაუბრუნდება.

ახლა რაც შეეხება ცვლილებებს. დაცვის ცენტრის სამეული სავარაუდოდ, ბუონჯორნო-რაჰმანი-დი ლორენცო იქნება. ფლანგებზე ვინგბექების პოზიციებზე მარცხნივ ოლივერას ან სპინაცოლას ვიხილავთ. მარჯვენა ფრთაზე კი მაძოკისა და პოლიტანოს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. ნახევარდაცვის ცენტრში ანგისასა და მაკტომინეისთან ერთად ლობოტკა იქნება, თუ მომჯობინებას მოასწრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გილმორი შეცვლის. თავდასხმაში კი კვარა-ლუკაკუს დუეტს ვიხილავთ.

„პარტენოპეის" თამაში ბოლო დროს პროგნოზირებადი გახდა და მეტოქეთათვის მათი გუნდის შემტევების განეიტრალება უფრო გამარტივდა. თავდაცვით ფაზაშიც ნეაპოლელები სუსტად გამოიყურებიან. ეს ყველაფერი სამწვრთნელო შტაბს ცვლილებებზე აფიქრებს.

სეზონის სტარტზე კონტე 3-4-3-ს იყენებდა და ცენტრში მხოლოდ 2 ნახევარმცველი ჰყავდა, თუმცა სკოტი მაკტომინეის დამატების შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა წყობა შეცვალა. ვნახოთ რა იქნება ამჯერად.

მატჩი კვირას 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის
კვარა ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის