ხვიჩა კვარაცხელია, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

კვარაცხელიას საფრთხე | სიმონე ინძაგის გეგმა ხვიჩას შესაჩერებლად

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს გამართავს. „პარტენოპეის“ მნიშვნელოვანი თამაში ელის და სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს.

„ნაპოლისა“ და „ინტერის“ თამაშს ცნობილი იტალიური გამოცემა, Corriere del Mezzogiorno გამოეხმაურა. დღევანდელ ნომერში, „ნერაძურის“ თავკაცის, სიმონე ინძაგის გეგმებზეა საუბარი და ნათქვამია, რომ იტალიელი სპეციალისტი „კვარას“ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე, ინძაგი საკუთარ ფეხბურთელებს მოსთხოვს, ლობოტკაზე (ან გილმორზე) წნეხი განახორციელონ. ნაპოლის მარჯვენა ფლანგი გადამწყვეტი იქნება, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა. მატჩის ბედის გადამწყვეტი ერთ-ერთი ფაქტორი იქნება ის, შეძლებს თუ არა კვარა პავარისა და დარმიანის მიერ დაწესებული ორმაგი მეურვეობიდან თავის დაღწევას“, - წერს Corriere del Mezzogiorno.

ცნობისთვის, 11 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ 25 ქულით პირველია. „ინტერს“ 24 ქულა აქვს, „ატალანტას“, „ფიორენტინასა“ და „ლაციოს“ ანგარიშზე კი 22 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი დებიუტანტით - ახალგაზრდულის შემადგენლობა პლეიოფისთვის
ორი დებიუტანტით - ახალგაზრდულის შემადგენლობა პლეიოფისთვის