ასპინალი: ჩიმაევი აუცილებლად გახდება ჩემპიონი
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ტომ ასპინალმა ხამზატ ჩიმაევისა და რობერტ უიტეკერის ბრძოლა შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ მათი ჩხუბი აბუ-დაბუში, UFC 308-ზე გაიმართა.
ასპინალმა რუს მებრძოლს დაუჯერებელი უწოდა.
„ის, თუ როგორ დაამარცხა ხამზატმა უიტეკერი, შთამაგონებს, რომ უკეთესი ვიყო. გახვიდე და მოუგო ყოფილ ჩემპიონს ასე, დარტყმებისა და წინააღმდეგობის გარეშე, შთამაგონებელია - ხამზატი ჩემპიონი აუცილებლად გახდება“, - თქვა ასპინალმა Red Corner MMA-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რუსმა მებრძოლმა რობერტ უიტეკერი პირველივე რაუნდში დაამარცხა. ჩიმაევს 14 ბრძოლიდან 14-ვე მოგება აქვს.