ბაიერნი კეინის პოტენციურ შემცვლელს ეძებს - ცნობილია 4 კანდიდატი
მიუნხენის „ბაიერნი“ ჰარი კეინის პოტენციურ შემცვლელს ეძებს.
კლუბი 31 წლის ინგლისელი თავდამსხმელის თამაშით კმაყოფილია, თუმცა ასაკიდან გამომდინარე, მის ფიზიკურ ფორმაზე ღელავს.
კეინმა გერმანულ კლუბში 59 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 61 გოლია. ფორვარდთან კონტრაქტი 2027 წელს იწურება, თუმცა ხელმძღვანელობას სურს წინა თავი დაიზღვიოს და იპოვოს ფეხბურთელები, რომლებიც კეინს ხანგრძლივ პერსპექტივაში შეცვლიან.
როგორც Goal.com-ი წერს, გამოიკვეთა 4 პოტენციური კანდიდატი. ესენი არიან: ვიქტორ გიოკერეში („სპორტინგი“), ბენიამინ შეშკო („ლაიფციგი“), ლოის ოპენდა („ლაიფციგი“) და ომარ მარმუში („აინტრახტი“).
ცნობისთვის, კეინი მიუნხენის ბაიერნს გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. იქამდე კი 14 წლის განმავლობაში, „ტოტენჰემის“ ღირსებას იცავდა.