ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მეტოქეების ვინაობა გაიგო
Aa
Aa

ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მეტოქეების ვინაობა გაიგო

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ქალთა ერთა ლიგის ახალი გათამაშების კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

კენჭისყრის შედეგად ირის ანტმანის გუნდი ერთა ლიგის C2 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები მალტის, კვიპროსისა და ანდორის ნაკრებები იქნებიან.

ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები B დივიზიონში გადაინაცვლებს.

ერთა ლიგის 1-ლი და მე-2 ტურის მატჩები 2025 წლის 19-26 თებერვალს, მე-3 და მე-4 ტურის მატჩები - 2-8 აპრილს, ხოლო მე-5 და მე-6 ტურის მატჩები 28 მაისს-3 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან განმეორებით მატჩშიც დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან განმეორებით მატჩშიც დამარცხდა