ილია თოფურია, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

„ხალხი ჩვენი ბრძოლისგან დიდ სიამოვნებას მიიღებს“ - დიეგო ლოპესმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ბრაზილიელმა მებრძოლმა, დიეგო ლოპესმა ილია თოფურიას წინააღმდეგ შესაძლო საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩხუბის ორგანიზების შემთხვევაში, გულშემატკივრებს სანახაობრივი დაპირისპირება ელით.

რას ამბობს ლოპესი:

„ილიას ახლო მანძილზე ბრძოლა უყვარს. იმის მიუხედავად, რომ გრძელი ხელები მაქვს, ახლო მანძილზე ბევრად უკეთესად ვმუშაობ. ვფიქრობ, საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლა იქნება. ორივე ერთმანეთს არაერთხელ შევეჯახებით, მაგრამ თუ ის წინ წამოვა, კედელს დაეჯახება“.

„დარტყმების გაცვლა მიყვარს, ეს მასაც მოსწონს, ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩხუბი, რომლის ხილვაც ხალხს ძალიან გაუხარდება და დიდ სიამოვნებას მიანიჭებს“.

ცნობისთვის, დიდი ალბათობით დიეგო ლოპესი თებერვალში UFC-ის ქვემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონს, ალექსანდერ ვოლკანოვსკის შეხვდება და წყვილში გამარჯვებული ილია თოფურიასთან ქამრისთვის ჩხუბის შესაძლებლობას მიიღებს. ასევე, არსებობს ჭორები, რომ ვოლკანოვსკი „მატადორს“ დიეგო ლოპესის გვერდის ავლითაც შეიძლება დაუპირისპირდეს, ამ შემთხვევაში კი დიეგო ლოპესს გაურკვეველი ვადით მოუწევს უქმობა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი სწორედ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, შემდეგ კი ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია ძლიერია, მაგრამ ისლამი აუცილებლად გაიმარჯვებს“ - UFC-ის მებრძოლი
„თოფურია ძლიერია, მაგრამ ისლამი აუცილებლად გაიმარჯვებს“ - UFC-ის მებრძოლი