ლამინ იამალი
Aa
Aa

ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგში იამალი ლიდერობს

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში მოხვდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ჯერ 21 წელი არ შესრულებიათ. პირველ ადგილზე „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბი, ლამინ იამალი მოექცა, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც, CIES-ის მონაცემებით, 180.9 მილიონი ევროა. იამალს მოსდევს ალეხანდრო გარნაჩო („მანჩესტერ იუნაიტედი“, არგენტინა) 114.8 მილიონით და უორენ ზაირ-ემერი (პსჟ, საფრანგეთი) 109 მილიონით.

ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გიიომ რესტია („ტულუზა“, საფრანგეთი - 28.8 მლნ), ცენტრალური მცველი - ლუკას ბერალდო (პსჟ, ბრაზილია - 70.3 მლნ), ხოლო განაპირა მცველი - რიკო ლიუისი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი - 87.2 მლნ).
რეიტინგის პირველ ასეულში 17 ჩემპიონატის ფეხბურთელები მოხვდნენ. ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ინგლისის პრემიერლიგას აქვს (26), მას მოსდევს ლიგა 1 (17) და ლა ლიგა (12).

რაც შეეხება კლუბებს, ყველაზე მეტი ფეხბურთელი რეიტინგში „ბრაიტონს“ (6) წარმოადგენს, „ჩელსის“, პსჟ-სა და „ბარსელონას“ კი 4-4 წარმომადგენელი ჰყავთ.

რეიტინგს სრულად შეგიძლით ბმულზე გაეცნოთ, პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

ლამინ იამალი - „ბარსელონა“, ესპანეთი, 17 წელი და 3 თვე - 180.9 მლნ;
ალეხანდრო გარნაჩო - „მანჩესტერ იუნაიტედი“, არგენტინა, 20 წელი და 3 თვე - 114.8 მლნ;
უორენ ზაირ-ემერი - პსჟ, საფრანგეთი, 18 წელი და 6 თვე - 109 მლნ;
სავინიო - „მანჩესტერ სიტი“, ბრაზილია, 20 წელი და 5 თვე - 101 მლნ;
ჟოაო ნევეში - პსჟ, პორტუგალია, 20 წელი და 1 თვე - 99.8 მლნ;
ენდრიკი - რეალი, ბრაზილია, 18 წელი და 2 თვე - 97.7 მლნ;
რიკო ლიუისი -  „მანჩესტერ სიტი“, ინგლისი, 19 წელი და 9 თვე - 87.2 მლნ;
არდა გიულერი - რეალი, თურქეთი, 19 წელი და 6 თვე - 76.7 მლნ;
კობი მაინო - „მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისი, 19 წელი და 5 თვე - 74.8 მლნ;
კენან ილდიზი - იუვენტუსი, თურქეთი, 19 წელი და 5 თვე - 72.3 მლნ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც ოქროს ბურთი არასდროს მოუგიათ
საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც ოქროს ბურთი არასდროს მოუგიათ