ხორხე ვალდანო
Aa
Aa

„ვიცი ვისი ბრალია“ - ვალდანომ დამნაშავე იპოვა

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ესპანური სპორტული მედიის მთავარი სალაპარაკო თემა  „რეალის“ კრიზისია. მადრიდულმა კლუბმა საკუთარ სტადიონზე ჯერ ესპანეთის ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ (0:4), ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში „მილანთან“ (1:3) დათმო მატჩები, რის გამოც მაშინვე სამეფო კლუბის ჩავარდნაზე ალაპარაკდნენ. თემასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა „ბლანკოსის“ ყოფილმა ფორვარდმა ხორხე ვალდანომ, რომელსაც კარიერის დასრულების შემდეგ, ამ კლუბის სტრუქტურაშიც არაერთხელ უმუშავია, საინტერესო მოსაზრება გამოთქვა.

რას ამბობს ვალდანო

ნებისმიერ გუნდში, როდესაც ასეთი სიტუაცია იქმნება, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე პირველ რიგში მთავარი მწვრთნელი იღებს. ვუყურებ თითოეულ მატჩში „რეალის“ თამაშს და ვხედავ, რომ შემადგენლობაში ბალანსი არ არის დაცული. ანჩელოტის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა არც მიფიქრია და დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოსავალს ამ რთული სიტუაციიდანაც იპოვის.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელების ზედიზედ ორ მარცხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა ლუკა მოდრიჩსაც სთხოვეს და ვეტერანმა ხორვატმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ იმ 12 წლის განმავლობაში, რაც ესპანეთის დედაქალაქში აქვს გატარებული, მსგავსი სირთულეების წინაშე არაერთხელ დამდგარან და სწორ გზას ამჯერადაც დაუბრუნდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ანჩელოტის ენდობიან, თუმცა...“ | რას წერს Marca
„ანჩელოტის ენდობიან, თუმცა...“ | რას წერს Marca