კვარა ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ნომინანტებს შორის მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი ამ ტიტულზე ზედიზედ მესამდე წარადგინეს.
მასთან ერთად, პრიზზე წარდგენილები არიან ასევე: იასინ ადლი (ფიორენტინა), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი), მატეო რეტეგი (ატალანტა), ნუნო ტავარეში (ლაციო) და მარკუს ტურამი (ინტერი).
გულშემატკივრებს ხმის მიცემა EA Sports-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ ბმულის საშუალებით შეუძლიათ - მიეცი ხმა!
მიმდინარე სეზონში, კვარას ანგარიშზე სერია A-ში, 11 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.