რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

ორი დებიუტანტით - ახალგაზრდულის შემადგენლობა პლეიოფისთვის

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 15 ნოემბერს უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხელ მესხზე, ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. 19 ნოემბერს კი გუნდი რიეკაში გაემგზავრება, სადაც პლეიოფის მეორე მატჩს ითამაშებს.

აღნიშნული მატჩებისთვის რამაზ სვანაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი დებიუტანტია, 17, 19 და 20-წლამდე ასაკობრივი გუნდების ყოფილი ნახევარმცველი - დაჩი ლორდქიფანიძე ახალგაზრდულ ნაკრებში პირველადაა გამოძახებული, ასევე „გაგრას“ მცველი ირაკლი იაკობიძეც 21-წლამდელთა ნაკრების შეკრებას პირველად გაივლის.

დისციპლინარული სანქციების გამო (ყვითელი ბარათები), ხორვატიასთან გასამართი პლეიოფის პირველ მატჩს, გუნდის კაპიტანი საბა ხვადაგიანი და ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე გამოტოვებენ.

U21 | შემადგენლობა


მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), ირაკლი იაკობიძე (გაგრა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ხორვატებს „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ხორვატებს „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს