ნეიმარი
Aa
Aa

მესი ელოდება და წავა - ნეიმარი ალ-ჰილალს ტოვებს

ნეიმარი უახლოეს მომავალში საუდის არაბეთს დატოვებს და კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან სამშობლოში განაგრძობს. ეს არც ჭორია და არც ვარაუდი, რადგან ყველაფერ ამასთან დაკავშირებით ბრაზილიელი ვარსკვლავის აგენტმა პაულუ ბარბოსამ ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ, 32 წლის სამხრეთ ამერიკელმა, რომელსაც მუხლის უმძიმესი ტრავმის გამო ერთწლიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწია, მოედანზე დაბრუნებიდან მეორე მატჩშივე დაშავდა და ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო კიდევ 6 კვირა მოუწევს უქმობა.

რას ამბობს ნეიმარის აგენტი

ჩემთვის რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ნეიმარის საუდის არაბეთში გადმობარგება მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ნაბიჯი იყო. ბუნებრივია ადაპტაციასა და თავის დამკვიდრებაში ხელი ტრავმამაც შეუშალა და მისი მისამართით არსებულმა ცუდმა დამოკიდებულებამ.

ამის აფიშირება არ მომხდარა, მაგრამ ჩემს კლიენტს მთავარ მწვრთნელთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა. ჟორჟე ჟეზუსი ნეიმარს არასათანდოდ მოტივირებაში ადანაშაულებდა და მას მოქცევას უწუნებდა. შემთხვევითი არ არის, რომ ჟეზუსი ნეისთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი იყო - მისი ეს პოზიცია მომხდარი უთანხმოების შედეგი გახლდათ.

ზოგადად ნეიმარს კარიერის დასრულება სურს, მაგრამ მგონია, რომ სანამ „სანტოსში“ წავა, MLS-ში რამდენიმე წლით თავის მეგობრების გარემოცვაში ითამაშებს. ევროპაში დაბრუნება? არა მგონია მას ეს უნდოდეს, რადგან შტატებში თავისი მეგობარი ლიონელ მესი ელოდება.

შეგახსენებთ, რომ 128 მატჩში გატანილი 79 გოლით ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. MLS-ის ვარიანტში კი ბუნებრივია „ინტერ მაიამი“ იგულისხმება, სადაც „ბარსელონას“ ოთხი ყოფილი ფეხბურთელი, ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზარი მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან - ნეიმარმა პრეს კონფერენცია ჩაშალა
ზარი მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან - ნეიმარმა პრეს კონფერენცია ჩაშალა