„ტრამპს ვეხმარებოდი“ - კოვინგტონმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ იჩხუბა 2024-ში
UFC-ის ქვესაშუალო წონის მებრძოლმა, კოლბი კოვინგტონმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ იბროლა მიმდინარე წელს.
მისი განმარტებით, ის დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო კამპანიაში ეხმარებოდა. კოვინგტონმა ამის SubmissionRadio-სთან ილაპარაკა.
„მე დიდ დროს ვატარებდი ჩემს მეგობარ დონალდ ტრამპთან და მას წინასაარჩევნო კამპანიაში ვეხმარებოდი. მე ძალიან მაღელვებს, თუ რა მიმართულებით ვითარდება ჩვენი ქვეყანა.
ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ღმერთისთვის და ქვეყნისთვის. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი ეგოისტური გეგმები, რომ მოვიგო ბრძოლები UFC-ში და გავხდე ჩემპიონი. რა თქმა უნდა, მე ჯერ კიდევ ტრავმის აღდგენის პერიოდი მაქვს, მაგრამ პირველ რიგში - ღმერთი და ქვეყანაა მთავარი“, - თქვა კოვინგტონმა.
შეგახსენებთ, რომ კოვინგტონმა ბოლოს 2023 წლის დეკემბერში იჩხუბა და ლეონ ედვარდსთან დამარცხდა.