ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, კოლბი კოვინგტონი
Aa
Aa

„მსუბუქ წონაში ჩხუბი ჭკვიანური არ იქნება“ - კოვინგტონმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ქვესაშუალო წონის მებრძოლმა, კოლბი კოვინგტონმა ილია თოფურიას მსუბუქ წონაში ასვლასა და ისლამ მახაჩევთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა მებრძოლმა ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

რას ამბობს კოვინგტონი ილიაზე:

„თოფურია ძალიან მაგარი მებრძოლია, მაგრამ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ჭკვიანური იყოს, რადგან ის ძალიან დაბალია. ჯობია, თავის დივიზიონში დარჩეს და იქ გააგრძელოს სახელის მოხვეჭა“.

„თუმცა, მესმის, ამას რატომაც აკეთებს. ბრწყინვალე მებრძოლია და ხალხს როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან უშვებს ნოკაუტში. ის ზედიზედ ამარცხებს ისტორიაში ორ საუკეთესო მებრძოლს ქვემსუბუქ წონაში და ამის გათვალისწინებით, ნამდვილად აქვს ისლამთან ჩხუბზე საუბრის უფლება. მაგრამ როგორც გითხარით, ის თავის დივიზიონში უნდა დარჩეს. ის 145-ის ბიჭია და 155-ში თავის გამოჩენა გაუჭირდება. როგორც მოვისმინე, 170-ზეც ფიქრობს, მაგრამ აქ ამოსვლა წარმოუდგენელი იქნება. ახლა ქვესაშუალო წონაზე საუბარი არარეალურია, რადგან სანამ მსუბუქ წონაში არ იჩხუბებ, მანამდე ქვესაშუალოზე არ უნდა ისაუბრო“.

„მატადორმა“ საჩემპიონო ქამარი 26 ოქტომბერს, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა, რის შემდეგაც MMA-ს სამყაროში აქტიურად ალაპარაკდნენ ილია თოფურიასა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის შესაძლო საჩემპიონო ბრძოლაზე. MMA-ში თოფურიას რეკორდი 16:0-ზეა, ისლამ მახაჩევის კი 26:1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქამარს დიდი ხანი არ დაკარგავს“ | ვისენტე ლუკე ილია თოფურიაზე
„ქამარს დიდი ხანი არ დაკარგავს“ | ვისენტე ლუკე ილია თოფურიაზე