ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე: ფეხბურთი ხანდახან უსამართლოა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში პარი სენ-ჟერმენმა მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ლუის ენრიკემ:

„მე ამ თამაშს კიდევ ერთხელ უნდა ვუყურო, რომ გავაანალიზო ის. აუხსნელია, რა ხდებოდა ჩვენს მიერ ჩატარებული თამაშების დროს. ბოლო 3 მატჩის დროს გუნდმა 50-ზე მეტი მომენტის შექმნა შეძლო. რთულია ამ 3 თამაშის ახსნა, რომლებშიც ჩვენ შედეგს ვერ მივაღწიეთ“.

„ეს ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკაა, მაგრამ მე ჩემი იდეების მჯერა. სანამ თამაშში ვარ, ჩემი ფილოსოფია ჩემს იდეებზე იქნება დაფუძნებული და არა სხვისაზე. ფეხბურთი აჯილდოებს მათ, ვისაც გოლი გააქვს“.

„ჩვენ ეს უნდა მივიღოთ - ეს ფეხბურთია. ჩემი რწმენა გუნდისადმი ურყევია. 4 თამაში დაგვრჩა და ბოლომდე ვიმუშავებთ, რათა პლეი ოფში გავიდეთ“.

„არავინ, ვინც ატლეტიკოსთან თამაშს უყურებდა, ამ შედეგს სამართლიანად არ ჩათვლის, მაგრამ ფეხბურთი ხანდახან უსამართლოა და ცხოვრებაც ხანდახან უსამართლოა“.

ამ მატჩის შემდეგ, ესპანურ გუნდს 6 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში 23-ე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება პსჟ-ს, ფრანგები 3 ქულით 25-ე ადგილზე არიან.

პსჟ მორიგ შეხვედრას 27 ნოემბერს, „ბაიერნთან“ გამართავს, „ატლეტიკო“ კი - 25 ნოემბერს, „სპარტას“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ახალ კონტრაქტთან“ - ნეაპოლური მედია კვარაზე
„წასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ახალ კონტრაქტთან“ - ნეაპოლური მედია კვარაზე