სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუმ შანსი ისევ გამოიყენა - სპურსის მარცხი ჰიუსტონთან

„სან ანტონიო“ სტუმრად „ჰიუსტონთან“ პრაქტიკულად უშანსოდ, 100:127 დამარცხდა, „სპურსის“ ქართველმა ლეგიონერმა სანდრო მამუკელაშვილმა კი ამჯერადაც შეზღუდული სათამაშო დრო მიიღო, თუმცა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა, რის გამოც შესაძლოა მომდევნო მატჩებში სამწვრთნელო შტაბის მხრიდან გაცილებით უფრო მეტი ნდობა დაიმსახუროს.

„მამუმ“ პარკეტზე გატარებულ 15:07 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. პერიმეტრიდან მისი სამი ტყორცნიდან ორი ზუსტი აღმოჩნდა, საშუალო დისტანციიდან კი უშეცდომო იყო და ორიდან ორივე ჩააგდო. „სან ანტონიოს“ ქართველი მძიმე ფორვარდის მოხსნები პროპორციულად იყო გადანაწილებული და ოთხჯერ დაცვაში, სამჯერ კი შეტევაში თამაშისას შეასრულა. ერთ შედეგიან გადაცემასთან ერთად, სანდრომ ბურთი ორჯერ დაკარგა და მეტოქეს ორჯერ დაუფარა.

3 მოგებითა და 5 წაგებით „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში მეთორმეტე ადგილზეა. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით ხვალ, დილის 05:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილი VS ბითაძე |  „სპურსმა“ პრესეზონზე „მეჯიქს“ მოუგო
მამუკელაშვილი VS ბითაძე | „სპურსმა“ პრესეზონზე „მეჯიქს“ მოუგო