გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბრწყინვალე მატჩი ყოფილ გუნდთან - ბითაძის ორმაგი დუბლი

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს „ორლანდოს“ ქართველი ლეგიონერი თავის ყოფილ გუნდს, „ინდიანას“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი თანაგუნდელები 7-ქულიანი სხვაობით, 111:118 დამარცხდნენ, 25 წლის ქართველმა კალათბურთელმა „პეისერსის“ ხელმძღვანელებს დაუმტკიცა, რომ მისი გაშვება დიდი შეცდომა იყო. ბითაძემ 29:49 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა, 10 ქულასთან ერთად, 12 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა და მოხსნების რაოდენობით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ.

გოგას არც ერთი საჯარიმო არ უსვრია, საშუალო დისტანციიდან მისი რვა მცდელობიდან ხუთი ზუსტი აღმოჩნდა, ხოლო პერიმეტრიდან ორი სროლა გააცუდა. თორმეტი შემთხვევიდან რვა ეპიზოდში ბითაძემ ბურთი დაცვაში, ოთხჯერ კი შეტევაში ასპარეზობისას მოხსნა.

2 შედეგიანი გადაცემის გარდა, მის ანგარიშზე 3 დაფარებაცაა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ხუთი პერსონალური ჯარიმა მიიღო. რაც შეეხება მთლიანად მატჩის საუკეთესო მოთამაშეს, MVP-ის პრიზი „მეჯიქის“ გერმანელმა ლიდერმა ფრანც ვაგნერმა მიიღო, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

აღმოსავლეთის 15-გუნდიან კონფერენციაში „ორლანდო“ 3 მოგებითა და 6 წაგებით მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „მეჯიქი“ „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ გამართავს და შეხვედრა 9 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს ფანტასტიკური იყო“ | ორლანდო მეჯიქის მთავარმა მწვრთნელმა გოგაზე ისაუბრა
„დღეს ფანტასტიკური იყო“ | ორლანდო მეჯიქის მთავარმა მწვრთნელმა გოგაზე ისაუბრა