ატლეტიკო, პარი სენ-ჟერმენი
Aa
Aa

ბოლო წუთების დრამა - ატლეტიკომ პსჟ-ს პარიზში მოუგო

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში პარი სენ ჟერმენმა მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მთელი მატჩის განმავლობაში ლუის ენრიკეს გუნდი აქტიურობდა. პარიზელებს არაერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ერთზე მეტი გოლი ვერ გაიტანეს. ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე ზაირ-ემერიმ გაიტანა.

ზუსტად 4 წუთში წონასწორობა მოლინამ აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში, მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ. ორი კარგი მომენტი ჰქონდა ჰაკიმის, თუმცა ორივეჯერ არაზუსტად დაარტყა.

მეორე მომენტი მატჩის მიწურულს იყო და შემდეგ შეტევაში ატლეტიკომ გაიტანა. 93-ე წუთზე თავი კორეამ გამოიჩინა და როხიბლანკოს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ამ მატჩის შემდეგ, ესპანურ გუნდს 6 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში 23-ე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება პსჟ-ს, ფრანგები 3 ქულით 25-ე ადგილზე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ-ჰილალი ნეიმარის გაშვებას განიხილავს | UOL
ალ-ჰილალი ნეიმარის გაშვებას განიხილავს | UOL