შენგელიას 12 ქულა - ვირტუსმა ტორტონა დაამარცხა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ვირტუს ბოლონიამ ტორტონას უმასპინძლა და 85:81 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 24 წუთი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 12 ქულას, 7 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
შენგელიამ მატჩის მიმდინარეობისას 8-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 5 გამოუვიდა. დანარჩენი ორი ქულა კი საჯარიმო ტყორცნებით დააგროვა. 7 მოხსნიდან თორნიკემ 6 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო ერთი მეტოქის.
შეგახსენებთ, რომ ვირტუს ბოლონია სატურნირო ცხრილში 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, შენგელიას გუნდი ვარესეს უმასპინძლებს.
La Virtus vince il recupero con Tortona e resta imbattuta in campionato ✨???????? pic.twitter.com/UGeTrIx6UX
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) November 6, 2024