გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

ფრე ლიდერის წინააღმდეგ - გულიაშვილის საგოლე გადაცემა

დღეს, ბოსნიის ჩემპიონატის მე-4 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, სადაც გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ ლიდერ „ზრინსკის“ ესტუმრა და ფედ 1:1 ითამაშა, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა შემტევმაც შეიტანა.

შეხვედრაში მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ, თუმცა მე-20 წუთზე გულიაშვილმა თანაგუნდელ ალეკსანდრ ჯორჯევიჩს დაუგორა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ლამაზი გოლის გატანა შეძლო.

მეორე ტაიმში მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს.

გულიაშვილმა მატჩი თითქმის სრულად ჩაატარა, მწვრთნელმა ის 93-ე წუთზე შეცვალა.

მიმდინარე სეზონში გიორგი გულიაშვილის ანგარიშზე უკვე 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, „სარაევო“ 12 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. 9 ნოემბერს, მომდევნო ტურში მათი მეტოქე „სლოგა დობოი“ იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი ვილი სანიოლმა ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა სათამაშო დრო არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე თამაშს მიჩვეული არაა“ - ნაპოლის ექს-შემტევი ხვიჩაზე
„ასე თამაშს მიჩვეული არაა“ - ნაპოლის ექს-შემტევი ხვიჩაზე