გაუპატიურების საქმეზე, მაკგრეგორი სასამართლოს წინაშე წარდგა
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი სასამართლოს წინაშე წარდგა. ირლანდიელს მებრძოლს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ BBC იუწყება.
ნიკიტა ჰენდის მტკიცებით, შემთხვევა 2018 წელს, დუბლინის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მისი თქმით, მაკგრეგორმა ის გააუპატიურა და ასევე სამჯერ მის დახრჩობას შეეცადა.
საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი მამაკაცი და ქალი. კერძოდ, ჰენდის მეგობარი, რომელთანაც ერთად, ის სასტუმროში მაკრეგორსა და კიდევ ერთ პირს გაჰყვა.
სასამართლოში მაკგრეგორის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ქალი, რომელიც ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, იტყუება და ფულის გამოძალვას ცდილობს.