ვალენსია, ლევანტე, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ფედერაცია თანახმაა - ვალენსიას და ლევანტეს მომავალი მატჩები გადაიდო

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ვალენსიაში სტიქიური მოვლენა მოხდა, რასაც მსხვერპლი და დიდი ზარალი მოყვა.

ამის გამო, ვალენსიას და ლევანტეს მატჩები გაურკვეველი პერიოდით გადაიდო. აღნიშნულმა გუნდებმა მომავალი ტურის მატჩების გადადებაც მოითხოვეს, რაზეც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ თანხმობა განაცხადა.

ვალენსია ლა ლიგის მე-13 ტურში ესპანიოლს უნდა შეხვედროდა, ხოლო ლევანტეს მე-14 ტურში ტენერიფესთან უწევდა თამაში.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი, რომელიც ვალენსიამ მომხდარის გამო გადადო მადრიდის რეალის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას კონტრაქტის საკითხი დაბლოკილია“ | იტალიელი ჟურნალისტი
„კვარას კონტრაქტის საკითხი დაბლოკილია“ | იტალიელი ჟურნალისტი