ბენჟამინ მენდი
Aa
Aa

11 მილიონს ითხოვდა - მენდიმ მანჩესტერ სიტის სასამართლო დავა მოუგო

ფრანგმა მარცხენა მცველმა ბენჯამინ მენდიმ თავის ყოფილ კლუბს „მანჩესტერ სიტის“ იურიდიული ბრძოლა მოუგო.

2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა შრომის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის ითხოვს ანაზღაურებას, რომელიც მას არ მიუღია. საქმე ეხება 2021 წელს გაუპატიურებაში ბრალის წაყენებას, რაც მენდის არ დაუდასტურდა.

„ხელფასის არასანქცირებული გამოქვითვისთვის“ - ფეხბურთელი ყველა ბრალდებით უდანაშაულო აღმოჩნდა და ახლა თანხის დაბრუნებას ითხოვს.

ცოტა ხნის წინ, მენდიმ ამ საქმეში სასამართლო პროცესი მოიგო. ის „მანჩესტერ სიტისგან“ 11 მილიონ ფუნტს ითხოვდა და ამ თანხის უმეტეს ნაწილს მიიღებს. ფეხბურთელის მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდა, რადგან ის დაახლოებით 5 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში.

გადახდის ზუსტ ოდენობაზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ, ან თუ ეს ვერ მოახერხეს, სასამართლო მომდევნო მოსმენაზე თავად დაასახელებს თანხის ოდენობას, რომელიც ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.

აქვე გეტყვით, რომ მენდი 2023 წლიდან „ლორიენის“ ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინისიუსი იმ მომენტში წითელ ბარათს იმსახურებდა“ - ამბობს FIFA-ს არბიტრი
„ვინისიუსი იმ მომენტში წითელ ბარათს იმსახურებდა“ - ამბობს FIFA-ს არბიტრი