ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„ვინისიუსი იმ მომენტში წითელ ბარათს იმსახურებდა“ - ამბობს FIFA-ს არბიტრი

ედუარდო იტურალდე გონსალესი FIFA-ს ყოფილი არბიტრია, რომელიც ამჟამად ესპანური პრესისთვის საკამათო ეპიზოდებს განიხილავს და თავის მოსაზრებებს აფიქსირებს.

„რეალი“ „მილანის“ შეხვედრაში იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც გონსალესის აზრით, ვინისიუსი გაძევებას იმსახურებდა.

71-ე წუთზე ბრაზილიელმა ყვითელი ბარათი მიიღო, როცა მან მუსას წინააღმდეგ იუხეშა, შემდეგ კი ემოციები ვერ მოთოკა.

იმ ეპიზოდში ვინისიუსმა არბიტრს სლავკო ვინჩიჩს უთხრა: „გიჟი ხარ, გიჟი ხარ“. მის სიტყვებს შესაბამისი ჟესტიც ახლდა.

„ჩემი აზრით, აქ ვინისიუსი წითელი ბარათით უნდა დასჯილიყო. არ შეიძლება არბიტრს ასეთი რამ უთხრა. მისი გაძევება სრულიად სამართლიანი იქნებოდა“.

- ამბობს იტურალდე გონსალესი.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდელები „როსონერისთან“ დამარცხების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე განახლებული ფორმატის შემდეგ არსებულ „ლიგის ზონაში“ მე-17 ადგილზე იმყოფებიან და ტურის დასრულების შემდეგ, მათი კიდევ უფრო დაქვეითება არის მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: კვარა ფენომენია, არ მგონია ის ინტერთან ძირითადს მიღმა დარჩეს
კასანო: კვარა ფენომენია, არ მგონია ის ინტერთან ძირითადს მიღმა დარჩეს