კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„ანჩელოტის ენდობიან, თუმცა...“ | რას წერს Marca

მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის ჯერ კიდევ სჯერათ. ამის შესახებ Marca წერს.

65 წლის იტალიელი სპეციალისტი კრიტიკის ობიექტი ამ სეზონზე, სამეფო გუნდის არადამაჯერებელი თამაშისა და ზედიზედ 2 მარცხის გამო გახდა.

ლა ლიგაში „რეალი“ მეორე ადგილს იკავებს და კატალონიელებს 9 ქულით ჩამორჩება (და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ნათამაშები), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 2 მარცხის შემდეგ, მადრიდელები მე-17 ადგილს იკავებენ.

როგორც Marca იუწყება, „რეალის“ ხელმძღვანელობა, პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ხელმძღვანელობით, შეშფოთებულია კლუბის ბოლო შედეგებით. საუბარია ფეხბურთელების სუსტ რეაქციაზე.

თუმცა სტატიაში აღნიშნულია, რომ რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება.

„სანტიაგო სოლარი და რაული „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლო კანდიდატებად განიხილებიან, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია.

კლუბში სჯერათ, რომ თუ ვინმეს შეუძლია სიტუაცია შემოაბრუნოს, ეს ანჩელოტია, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

იტალიელს ენდობიან და ახლა კლუბი შორს არის იმ დროისგან, როდესაც მწვრთნელებს სეზონის მიმდინარეობის დროს მარტივად ათავისუფლებდნენ, თუმცა ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს“, - წერს Marca.

ცნობისთვის, მომდევნო მატჩს „რეალი“ 9 ნოემბერს შინ „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიონის ყოფილი მეკარე: “ლაკაზეტი სკამზე, მიქაუტაძე ძირითადში“
ლიონის ყოფილი მეკარე: “ლაკაზეტი სკამზე, მიქაუტაძე ძირითადში“